- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამშვილი მწერალ ლევან გოთუას შემოქმედებით საღამოს დაესწრო

გურჯაანის მუნიციპალიტეტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან – ეკა ცისკარაშვილთან და კულტურის და განათლების განყოფილების უფროსთან – თამარ ფურცელაძესთან ერთად, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში მწერალ ლევან გოთუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შემოქმედებითი საღამო საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს, რომელსაც ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გორხელაშვილი უძღვებოდა.

ახალგაზრდებს არჩილ ხანდამშვილმა მადლობა გადაუხადა საინტერესო დღისთვის და მათთან ერთად რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებაც დაიგეგმა.

Comments
Loading...