- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დაისეტყვა

გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი, ნანიანი, ქოდალო და არაშენდა დააზარალა.სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სტიქიამ დააზარალა როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე სავარგულები.
მისივე თქმით, ის დასეტყვილ ტერიტორიებს პირადად მოინახულებს. 

თუ რა ზარალი მიყენა სტიქიამ ადგილობრივებს, ამას სპეციალური კომისია დაითვლის.

Comments
Loading...