- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა სეტყვით დაზარალებული სოფლები მოინახულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სეტყვით დაზარალებული სოფლები – მელაანი, არაშენდა და ქოდალო მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივებს შეხვდა და დასეტყვილი სავარგულებიც დაათვალიერა.

გუშინ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი დააზარალა, სტიქიით მიყენებულ ზიანს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის

Comments
Loading...