გურჯაანის მუნიციპალიტეტის გუნდმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 ივნისი, 2018 136 თბილისში, "საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის" ორგანიზებით, ქალთა ინტეგრირებული ტურნირი სლოგანით – "შეცვალე სამყარო” ჩატარდა. ტურნირში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ – მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მერიის შშმ საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლები, დღის ცენტ „Life Line“- ის პედაგოგები და ბენეფიციარები. შეჯიბრი ბოულინგში გაიმართა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გუნდმა 1 ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გუნდის წევრები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.