- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა გახსნილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულდა და გზა გახსნილია.
შესრულებულ სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილზე გაეცნო.

რამდენიმე დღის წინ მოსული სტიქიის შედეგად სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარე „ ჭერმისხევმა“ ჩამოშალა.
აღნიშნული გზის კაპიტალურად აღდგენამდე მოეწყო დროებითი გზა, რომლითაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა სოფელ კალაურსა და ჭანდარში, სადაც გაიწმინდა ხევები და მიმდებარე გზა. 

Comments
Loading...