- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდენახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მოსახლეობა  დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. "ნუშებისა" და "ტეტელოშვილების" უბნებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ფეხით გავლაც კი უჭირთ. 
“გზაზე "ტაჩკითაც" კი ვერ დავდივართ. საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გააკეთეს მარტო, ისიც დაახლოებით 100 მეტრი იქნება. აქ რა ხალხი არ ვცხოვრობთ? ხომ შეიძლება მოგვაქციონ ყურადღება“.- ამბობს ივანე ხელაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ მუსალბიშვილის ინფორმაციით, "ნუშების უბანში" გზის პრობლემა ნაწილობრივ მიმდინარე წელს მოგვარდება.
"მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახში სულ 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება. ეს ნაწილობრივ "ნუშების უბანსაც" მოიცავს, სადაც 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში ხელშეკრულება გაფორმდება. სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა განესაზღვრა". რაც შეეხება "ტეტელოშვილების უბნის" გზას, მერიაში განმარტავენ, რომ ამ საკითხის მოგვარება მიმდინარე წელს გათვალისწინებული არ არის

Comments
Loading...