გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში დღემდე უცნობ არქეოლოგიურ ობიექტს მიაკვლიეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 ივლისი, 2018 151 აღნიშნული ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აღმოჩენა შესაძლოა თიხის დასამუშავებელი კამაროვანი ქურა იყოს, რომლის სიგრძე ორი მეტრი, სიგანე კი მეტრ- ნახევარია. თაღოვანი ობიექტი აგურითაა აშენებული და, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტებმა კერამიკის არტეფაქტებსაც მიაკლიეს.