- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ა(ა)იპ “გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება”-ში შემავალი 6 საბავშვო ბაგა-ბაღია შემოწმებული: ქ.გურჯაანის #4, სოფ. ვეჯინი, სოფ. ჭანდარი, სოფ. ბაკურციხე, სოფ. კარდენახის #4, სოფ. შაშიანი და სოფ. მუკუზანი.

შედეგად, გამოიკვეთა: ბავშვთა კვების მოუწესრიგებლობის, საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების ზომებისა და შრომის დისციპლინური ნორმების დაუცველობა. რაც ეწინააღმდეგება 2015 წლის 05 იანვრის #4 ბრძანებას “გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო დროის განსაზღვრის თაობაზე” და მის შინაგანაწესს.

საბავშვო ბაღების მენეჯერებს მიეცათ გაფრთხილება და შესაბამისი მითითება ხარვეზის უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად, ხოლო სოფ. ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი, თამარ სიბაშვილი, რომელსაც ამა წლის აპრილის თვეში საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურეობრივი მოვალეობების გულგრილი და არაჯეროვანი შესრულების გამო, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, ა (ა) ი პ “გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება”-ს ხელმძღვანელის მიერ.

შემოწმება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2018 წლის სამოქმედო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს.

Comments
Loading...