- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე სართულზე, დაახლოებით დილის 7 საათზე ერთ სამუშაო ოთახს ხანძარი გაუჩნდა.

ქალაქის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ხანძარი გამვლელმა შემთხვევით შენიშნა და სახანძრო სამაშველო სამსახურს აცნობა.

“ეს არის მოადგილის კაბინეტი, რომელიც ათი კვადრატულია. ხანძარი გამვლელმა შენიშნა, მაშინვე დამირეკეს და შესაბამისად, სახანძროსაც მიაწოდეს ინფორმაცია. მეხანძრეებმა ოპერატიულად იმუშავეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათ გადაარჩინეს შენობის დანარჩენი ფლიგელი და ცეცხლი სხვა ოთახებზე არ გავრცელდა. დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ა.შ ამ ეტაპისთვის ეს არის ის უმნიშვნელო ზიანი, რაც შეიძლება მიგვეღო. ვფიქრობთ, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.“- განაცხადა ხანდამაშვილმა

რა შეიძლებოდა გამხდარიყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება.

ცნობისათვის, სამუშაო ოთახი გურჯაანის მერის მოადგილეს, ნიკა გეთიაშვილს ეკუთვნოდა, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა

Comments
Loading...