გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 დეკემბერი, 2017 278 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს ,,ევროპული საქართველოს,, წარმომადგენლების გარდა, დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ფრაქციის თავმჯდომარემ, ვალერი ბარნაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესების ბიუჯეტით დაფინანდება დაასახელა. „ჩვენმა ფრაქციამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა, რადგან ხდება მისი არამიზნობრივად ხარჯვა. ააიპებ-ში დასაქმებული ჰყავთ საკუთარი მხარდამჭერები და დაფინანსების უმეტესი ნაწილი მათ ხელფასებში მიდის. მხარი არ დავუჭირეთ სოციალურ პაკეტს, მათ შორის ერთჯერად დახმარებას , რომელიც მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გამოიყენება. ასევე თანხა არამიზნობრივად ნაწილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც.“ – განაცხადა ბარნაბიშვილმა. „ინფრასტრუქტურაზე 3 მილიონ 825 000, სოციალურზე კი მილიონ 300 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 11 პროექტი დაფინანსდება, მათ შორისაა სამედიცინო, ერთჯერადი დახმარებების, ახალშობილების, მრავალშვილიანთა და სხვა. ძირითადი მახასიათებლები ეს არის და მას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.“ – განაცხადეს მერიაში. წელს საფინანსო დოკუმენტი 11 მილიონ 786 000 ლარით განისაზღვრა.