გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს გურიის მხარე დამატების თარიღი 28 დეკემბერი, 2017 333 საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია თანხა და ძვირფასეულობა, ასევე სახლის მეპატრონეს დაზიანებები აქვს მიღებული თავის არეში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.