- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომელებმა.

ქალაქ გურჯაანში სანაპიროს და წმინდა ნინოს ქუჩებზე მიმდინარე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გეთიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია შაოშვილმა. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, დასუფთავების აქციები მომავალშიც გაიმართება. 

Comments
Loading...