- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო შეიკრიბა

17 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო შეიკრიბა. სხდომაზე დამტკიცდა საბჭოს შემადგენლობა და განხილული იქნა 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა ასეთია :

საბჭოს თავმჯდომარე:

• მარიამ სირბილაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

წევრები:

• ვანო ბერიძიშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
• გია შაოშვილი- გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
• ზურაბ ხუროშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
• ალექსანდრე ბასილაშვილი-გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე;

• გივი რამაზაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

• გიორგი მაჭავარიანი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;

• მაია ბეროშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;

• გოგი მაჩხაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

• დალი მინდიაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

• ლია ხუროშვილი – „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის კოორდინატორი და იურისტი;

• ელზა პაპოშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წლის თებერვალში შეიქმნა.

Comments
Loading...