- Advertisement -

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია იწყება

გურჯაანის კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაცია იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

"ჩვენი დეპუტატის – დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ვიწყებთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის – გურჯაანის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციას. გუშინ, პარკის ტერიტორიაზე ვუმასპინძლეთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელთანაც გვქონდა სამუშაო შეხვედრა პროექტის შედგენასთან დაკავშირებით.

ეტაპობრივად მივყვებით პროცედურებს და რა თქმა უნდა, თითოეული გურჯაანელი მიიღებთ მონაწილეობას ჩვენი დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობაში", – განაცხადა გურჯაანის მერმა.

Comments
Loading...