- Advertisement -

გურჯაანის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ფრაქცია შექმნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა. „მწვანეები“ – ასე ჰქვია ფრაქციას,რომელშიც „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი გაწევრიანდა

"ჩემი მოადგილეა თეიმურაზ ზარდიაშვილი, წევრი კი ზურაბ სიმონიშვილია. ჩვენი მუშოაბის ძირითადი მიმართულება იქნება ბუნების დაცვა, პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ძალიან რთული მდგომარეობაა ამ კუთხით. პირველ რიგში რასაც გავაკეთებთ, ეს ბაზრის მიმდებარედ მდებარე ხევის დასუფთავებაა.“- აღნიშნა ფრაქცია "მწვანეების" თავმჯდომარემ,რამაზ უტიაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქციაა დარეგისტრირებული.

Comments
Loading...