- Advertisement -

გურჯაანის საწარმოო პროცესშეჩერებულმა რამდენიმე ბაღმა სასწავლო პროცესი განაახლა

სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გურჯაანის მე-2, და მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებისთვის საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ, დღეს სკოლამდელი აღზრდის სამივე დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. გურჯაანის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი აცხადებს,რომ სესის მიერ ბაღების შემოწმების აქტი მას არ ჩაბარებია.

"შემოწმების აქტი მე არ მიმიღია, შესამაბისად იურიდიულად არც გვევალებოდა ბაღები დაგვეხურა, მაგრამ გავითვალისწინეთ მოთხოვნები და შაბათ-კვირას სამზარეულოში რემონტი ჩავატარეთ. გამონაკლისის სოფელ ბაკურციხის ბაღის სამზარეულო. იქ დღეისთვის ვერ მოხერხდა რემონტის დასრულება, სამზარეულო დროებით სხვა ოთახში მოვაწყეთ და ასე რომ ეს ბაღიც არაა დაკეტილი“ -განაცხადა თევდორაშვილმა.

სესის ინფორმაციით, გურჯაანის ბაღების გაერთიანებას შემოწმების აქტი ფოსტით გადაეგზავნა და ჩაბარების შეფერხებას დასვენების დღეებით ხსნიან.

ცნობისათვის, სესის ინსეპქტორებმა სამივე საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი 5 მაისს შეუწყვიტეს.

Comments
Loading...