- Advertisement -

გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები მოეწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები დასრულდა.

პროექტი, რომელშიც, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა იყო ჩართული, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიებით, აქვთ ბიზნესიდეები და არიან მოტივირებულები დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე, გაეცნენ იმ პროექტებს და პროგრამებს რომელსაც ტექნოპარკი ახორცილებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური დანადგარების და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.

აღსანიაშნავია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბის მშენებლობა ახლო მომავალში გურჯაანშიც იგეგმება და ის რაც მოსწავლეებმა საინფორმაციო ტურების ფარგლებში დაათვალიერეს უკვე ადგილზე, გურჯაანში იქნება თითოეულისთვის ხელმისაწვდომი.
 

Comments
Loading...