- Advertisement -

გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა

გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე "გოლფ 3"-ის მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...