- Advertisement -

გურჯაანი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნერბივი აირი მეორე დღეა არ მიეწოდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

"კორპორაციას გაზსადენი დაუზიანეს. ეგ მონაკვეთი დაცალეს, გააკეთეს და ახლიდან ჩართეს. ჯამში 3 500 აბონენტია გათიშული და ნაწილ-ნაწილ მოხდება ჩართვა."- განაცხადა სოკარ ჯორჯია გაზის აღმოსავლეთი რეგიონალური ოფისის გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა, გიორგი მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, გაზის მიწოდება აღნშნულ სოფლებში ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე აღდგება.

Comments
Loading...