- Advertisement -

გურჯაანში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჩიკვაიძემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაზე, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე და სტრატეგიაზე.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

Comments
Loading...