- Advertisement -

გურჯაანში ახალდაგებული ასფალტი გადათხარეს

შარტავას ქუჩაზე ახლადდაგებული ასფალტი გუშინ ღამით გადათხარეს. მერიაში განმარტავენ, რომ დასრულებული სამუშაოები მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა და არსებული ხარვეზის გამო არ ჩაიბარა.

სამუშაოებს „ტექნომშენ ჯგუფი“ ასრულებდა და შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებაზეც პასუხისმგებელი აღნიშნული კომპანია იქნება.

-„კომპანიამ შეასრულა მოასფალტების სამუშაოები, ვერ დაიცვა გზის პროფილი ისე, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული. მითითება მიეცა როგორც მონიტორინგის ჯგუფიდან, ასევე ჩვენი ინსპექტირების კომისიის მხრიდან. მოხდა საჭირო ზედაპირის მოფრეზვა, პროფილში გასწორება, ახლა ასფალტის წმინდა ფენას გადააგებენ და ისე გაკეთდება, როგორც პროექტშია გაწერილი. კომპანია ამას თავისი ხარჯებით შეასრულებს და მერიას რაიმე თანხის დამატება არ მოუწევს.“-განაცხადეს გურჯაანის მერიაში.

კომპანია „ტექნომშენ ჯგუფში,, საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის სულ 116 996 ლარი იყო გამოყოფილი

Comments
Loading...