- Advertisement -

გურჯაანში, გარმოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს

დღეს გურჯაანში რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე მყოფ გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა საქონლის გაშლის უფლება აღარ მიაცეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

გარემოვაჭრეთა თქმით, მათთვის ალტერნატიული ფართი არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ვაჭრობის გაგრძელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერს კიდევ შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

„გურჯაანს არ აქვს ტერიტორია, სადაც შეიძლება ვივაჭროთ. გამოგვიყონ ფართი, თუ ქვევით გაგვიშვებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაშინ მთელი ბაზარი წამოვიდეს იქ. ეხლა რომ გველაპარაკებიან ტკბილი სიტყვით, საღამოს ოჯახში რა შევიტანოთ. ვის ეხალისება დღევანდელ სიტუაციაში ქუჩაში დგომა. განათლებაც გვაქვს, ზრდილობაც, მაგრამ გაჭირვებამ ყველა გარეთ გამოგვიყვანა. საქონელს ისევ გავშლით.“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ,ნინო მექერიშვილმა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ დაკავებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვაჭრობას. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოოა, რადგან მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადასასვლელად ერთი თვის ვადა ჰქონდათ. „უნდა მოძებნონ არტელნატიული ფართი, სადაც შეძლებენ მანქანებით შესვლას. არსებობს ასევე საკოლმეურნეო ბაზარი და შეუძლიათ იქ ივაჭრონ. ერთი თვის უკან გვქონდა შეხვედრა და მივეცით ვადა. ამ ხნის მანძილზე არ შევხებივართ. ეხლა უკვე გამორიცხულია ვადის გაგრძელება.“- აღნიშნა ხანსამაშვილმა მისივე თქმით, თუ კვლავ გააგრძელდება გარევაჭრობა, პროცესში პოლიცია ჩაერთვებ

Comments
Loading...