- Advertisement -

გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს “ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა

გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს "ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავმა მოპედმა ორ მანქანას გაუსწრო და შემდეგ მას დაეჯახა, მოპედს არასრულწოლოვანი შლემის გარეშე მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...