- Advertisement -

გურჯაანში, დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა

2018 წელს, საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინა პრესა და ლიტერატურა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და 1918-1921 წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციებს მოიცავს.

დღესვე გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრმლებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე. გამოფენა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

Comments
Loading...