- Advertisement -

გურჯაანში “ენმედიცის” ექიმებმა მოსახლეობას უფასო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს

14 აპრილს, გურჯაანს კლინიკა "ენმედიცის" ექიმები ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში მოსახლეობას კონსულტაცია გაუწიეს თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა – ენდოკრინოლოგმა, ანგიოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ასევე პაციენტებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობაა. პაციენტებს საჩუქრად, საჭიროების მიხედვით, სისხლში შაქრის საზომი გლუკომეტრის ჩხირები და სხვადასხვა სახის მედიკამენტები გადაეცათ.

Comments
Loading...