- Advertisement -

გურჯაანში ვეტერანის დღე აღინიშნეს

მუნიციპალიტეტის მერმა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხემძღვანელმა, ვეტერანებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველა ვეტერანს. მათთან ერთად მოვინახულე ჩვენი გმირების მემორიალი, რომლებმაც თავი შესწირეს თოეული ჩვენგანის მშვიდობას. უბედურება, რომელსაც სახელად ომი ჰქვია, არაერთხელ გამოვიარეთ. მშვიდობა სწორედ ამ ადამიანების მხრებით არის შენარჩუნებული.”- აღნიშნა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 750 ომის ვეტერანი ჰყავს.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერი ვეტერანის დღედ 2014 წელს დაწესდა.

Comments
Loading...