- Advertisement -

გურჯაანში მაღალქულიან პირველკურსელებს დააჯილდოებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია, იმ 20 მაღალქულიან სტუდენტს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულად ჯილდოს , 500 ლარს მიიღებს, 26 დეკემბრისთვის გამოავლენს.

"კომისია გამარჯვებულს სამ ძირითად საგანში – ქართულ ენაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენაში მიღებული ნედლი ქულების დაჯამებით შეარჩევს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტებს ინფორმაცია მივაწოდოთ. გვინდა, განცხადების შემოტანა ყველამ შეძლოს. დაჯილდოება სავარაუდოდ 31 დეკემბერს მოხდება",-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე, მაია ბეროშვილმა.

სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში 22 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ: 1. განცხადება 2. ქულათა ამონაწერი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან; 3. სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი; 4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
 

Comments
Loading...