- Advertisement -

გურჯაანში მე-4 საჯარო სკოლის ბუფეტი გატეხეს – წაღებულია 100 ლარამდე ღირებულების პროდუქტი

გურჯაანში მე-4 საჯარო სკოლის ბუფეტი გატეხეს. "აიპრესის" ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის 100 ლარამდე ღირებულების პროდუქტი.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩამდენი ორი არასრულწლოვანი უკვე გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Comments
Loading...