- Advertisement -

გურჯაანში “მოყვარულთა ლიგა – 2018” თასის გათამაშების შიდა მუნიციპალური ტურნირი დაიწყო

გურჯაანში "მოყვარულთა ლიგა – 2018" თასის გათამაშების შიდა მუნიციპალური ტურნირი დაიწყო. მასში 5 გუნდი მონაწილეობს – „ველისციხე“ , „კალაური“, "ბაკურციხე“ , „ბეკო“ და „ იბერია“ .

3 მაისს, გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე ორი თამაში გაიმართა. „კალაური“ – „ ველისციხის“ დაპირისპირება 1:3 დამთავრდა, ხოლო "იბერია“ – „ ბეკო“ ანგარიშით 0:1 დამთავრდა .

მორიგი შეხვედრები მომავალ კვირაში გაიმართება. მუნიციპალურ შიდა თამაშებში გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ტურნიში მიიღებს მონაწილობას.

შეხვედრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ორგანიზებით ტარდება.

Comments
Loading...