გურჯაანში, მშენებლობიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 თებერვალი, 2018 207 სპირტის ქარხანაში მომუშავე 26 წლის დათო ოდიკაძე ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულის ოჯახი ფიქრობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ბრალდებას არ ეთანხმება ქარხნის დირექტორი., ლადო ფოთოლაშვილის განმარტებით, ახალგაზრდა რა სამუშაოსაც ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.