- Advertisement -

გურჯაანში ოჯახის სიწმინდის დღე საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს

გურჯაანის ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს. ღონისძებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიიღეს.

"წელს ოჯახის სიწმინდის დღე ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა, რაც ორმაგად სასიხარულოა. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე პატრიარქმა გვაჩუქა. ეს ხალხის ხმაა. უნდა ყველამ გაიგოს და დაინახოს, რომ თავისუფლება არ არის ის, როდესაც დამოკიდებული ხარ ნარკოტიკზე. დღეს ზუსტად მაგას აღვნიშნავთ, რომ ადამიანმა უზნეოდ არ უნდა იცხოვროს. ეს დღე მნიშვნელოვანია, უნდა გამოვფხიზლდეთ, დავდგეთ იქ, სადაც ჩვენი დიდი წინაპრები მდგარან."- აღნიშნა სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ.

ღონისძიების შემდეგ მოეწყო მსვლელობა, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისით დასრულდა.

Comments
Loading...