- Advertisement -

გურჯაანში, რამდენიმე მონაკვეთზე შუქნიშნები განთავსდება

გურჯაანში, ტრანსპორტით გადატვირთულ რამდენიმე მონაკვეთზე შუქნიშნები განთავსდება. ამის შესახებ ,,აიპრესთან,, საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა.

„თბილისის მერიასთან წერილი გვაქვს გაგზავნილი და ოთხ შუქნიშანს გვჩუქნის. ეს უნდა შეთანხმდეს საგზაო დეპარტამენტთან და ასევე საპატრულო პოლიციასთან. ჩვენიც და მოსახლეობის მოთხოვნაც არის, რომ პირველ რიგში შუქნიშნები დამონტაჟდეს მეოთხე საჯარო სკოლის გზაჯვარედინზე, ჯეპ ჰოსპიტალის მიმდებარედ და ასევე,ბაზრის ჩასახვევთან,სადაც გურჯაანის სამების ტაძარი მდებარეობს. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. დანარჩენი ორი შუქნიშანიც ქალაქის მასშტაბით განთავსდება, თუმცა კონკრეტულად რა ადგილას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. “-ამბობს არჩილ ხანდამაშვილი.

ცნობისათვის, აღნიშნულ ტერიტორიებზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რის გამოც მოსახლეობა მუდმივად ითხოვდა შუქნიშნების დამონტაჟებას.

Comments
Loading...