- Advertisement -

გურჯაანში, “რა? სად? როდის?” მეოთხე ტური გაიმართა და ფინალისტები გამოვლინდნენ

გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო, მე-12 სერიის მეოთხე ტური გაიმართა. ოთხი ტურის შემდეგ ფინალში, ჯამური საუკეთესო ქულების მქონე, ხუთი სკოლის გუნდი ითამაშებს. ესენი არიან – ბაკურციხის საჯარო სკოლა "Seen✓", ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა "Sahasrāra", ქ.გურჯაანის #1 საჯარო სკოლა "ფენიქსის ორდენი", ქ.გურჯანის მე-2 საჯარო სკოლა "კრეაწივი" და ჭანდრის საჯარო სკოლა "პიგმაLion" .

ფინალში გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად "ბროლის ბუ“ და სპეცილური პრიზები გადაეცემა, ასევე დაჯილდოვდებიან მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები, გამოვლინდება სეზონის საუკთესო მოაზროვნე.

ინტელექტუალური თამაშში 17 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

„რა? სად? როდის? კითხვების ავტორი, წამყვანი და რედაქტორი პაატა ჩახვაშვილია. თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

Comments
Loading...