- Advertisement -

გურჯაანში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-TBILISI იწყება

გურჯაანში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-TBILISI იწყება. ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 4 მუზეუმში გაიმართება.

12 ივნისი, 19:00 საათზე, ნატო ვაჩნაძის სახლ მუზეუმში, დოკუმენტური კინოფესტივალის 2018 წლის გამოშვების ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმის ,,გამჭირვალე სამყარო"(რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი) ჩვენება გაიმართება, 13 ივნისს, 19:00 საათზე, სოფელ ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ,,ქალი ტყვეობაში"( რეჟისორი: ბერნადეტ ტუზა-რიტერი) , 19 ივნისს, 19:00 საათზე კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები ,,ღმერთო მადლობა ჩაისთვის"( რეჟისორი: მაკა გოგოლაძე და აპოლო ჯავახეთი, ბაქარ ჩერქეზიშვილი ) იქნება ნაჩვენები სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის მუზეუმში. ფესტივალი 2018 – ის ფარგლებში ბოლო კინოჩვენება ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიუალური მუზეუმის ამფითეატრში გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ,,მზის ქალაქი" (რეჟისორი: რატი ონელი).

გურჯაანში, ფესტივალი CinéDOC-TBILISI მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ტარდება.

„ CinéDOC Tbilisi ეს არის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, რომელიც თბილისში მაისის თვეში გაიმართა, ხოლო ეხლა კი გურჯაანის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. ფესტივალს, მთავარი პრიზის მფლობელი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი "გამჭვირვალე სამყარო" გახსნის.

ასევე გურჯაანის კულტურის ცენტრში ვიწყებთ თავისუფალი კინოჩვენებს, რომელსაც ვანხორციელბთ ფონდი "აჰუაჰუ"-ს "თავისუფალ კინოჩვენებებთან" პარტნიორობით, პროექტის მხარდამჭერი კი Adjara.Net-ია!“ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განთლების განყოფილების უფროსმა – თამარ ფურცელაძემ.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაათვალიერონ მუზეუმები.

Comments
Loading...