- Advertisement -

გურჯაანში, სამარშრუტო ტაქსიში მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანში, სამარშრუტო ტაქსიში, სოფელ ველისციხის მკვიდრი, შუა ხნის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტრანსპორტში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მძღოლმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

Comments
Loading...