გურჯაანში საშობაო “ალილოს” მსვლელობა მოეწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 7 იანვარი, 2018 273 ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო "ალილოს" მსვლელობა მოეწყო გურჯაანში. ტრადიციული ალილოს მსვლელობა გურჯაანის სამების ეკლესიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილე სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა შემოიარეს. მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. შეგროვილი ნობათი გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.