გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა გურჯაანის მუნიციპალიტეტიგურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 თებერვალი, 2021 32 გურჯაანში “ვაშლების უბანში” დაკეტილ საცხოვრებელი სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა იმყოფება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. გურჯაანი