გურჯაანში საცხოვრებელ სახლში იატაკის ჩავარდნის შედეგად 51 წლის ქალი დაშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 ოქტომბერი, 2017 342 გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე იატაკი ჩავარდა,რის შედეგადაც, 51 წლის ქალი დაშავდა. ქალი 4 მეტრის სიმაღლიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა სათავსოდან ოთახში შეშის გადაზიდვას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჰოსპიტალში მოათავსა. ბარაკის ტიპის კორპუსი, რომელიც თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, წლების განმავლობაში ამორტიზებულია.