გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში მოხუცი ცოლქმარი გარდაცვლილი ნახეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 დეკემბერი, 2017 279 გურჯაანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხუცი ცოლქმარი გარდაცვლილი ნახეს. ისინი მეზობელმა შემთხვევით ნახა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.