- Advertisement -

გურჯაანში სოფელი ჭერემი გარესამყაროს მოწყდა – “სოფელში მაღაზია არ გვაქვს, არც ელექტროენერგიაა”

გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ორი მონაკვეთია ჩახერგილი, დიდებულმა მდინარემ სოფლმადე დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მოანგრია, მოსახლეობა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
სტიქიამ დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და სოფელი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. 15 ოჯახი დახმარების მოლოდინშია.

"ასეთი სტიქია არ გვახსოვს,ამხელა მასშტაბებზე წყალს გზა წაეღოს. გზის ორი ნაწილი სრულად არის ჩახერგილი. გადადგილებას ვერ ვახერხებთ.დახმარებას ვითხოვთ. სოფელში არ გვაქვს მაღაზია და სხვა აუცილებელი ობიექტები. ელექტროენერგიაც არ არის, მერი იყო ადგილზე და სამუშაოებს მალე დაიწყებენ როგორც გვითხრეს."-აღნიშნა ადგილობრივმა ვაჟა მაჩხაშვილმა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი.არჩილ ხანდამაშვლის თქმით,ამ ეტაპზე მიმდიანრეობს ხარჯთაღიცხვა,ასევე ხდება სპეციალური ტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

Comments
Loading...