- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ახაშენში სასტუმრო “ახაშენი – ღვინის კომპლექსი” დღეს ოფიციალურად გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპლაიტეტის სოფელ ახაშენში სასტუმრო "ახაშენი – ღვინის კომპლექსი" პერმიერ- მინისტრმა დღეს ოფიციალურად გახსნა.

Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა. კომპლექსი გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებელზე, ასევე სასტუმროს რი ნომერი სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის. სასტუმროში სულ 41 ნომერია განთავსებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 7 მილიონ ლარზე მეტია. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომლექსის მნიშვნელობაზე და რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში ტურიზმის განვითარებას და აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის თუშეთის გზა ერთ-ერთი მთავარი პირობა.

Comments
Loading...