- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ახაშნის მოსახლეობა ჯანდაცვის მომსახურების მიღება დაბზარულ და დაზიანწბული ჭერის ფონზე უწევს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიღება ამორტიზებულ შენობაში დაბზარული კედლებისა და დაზიანწბული ჭერის ფონზე უწევს. შენობაში არც სველი წეტილებია და არც ბუნებრივი აირი. 

"გამგებელი გია გერგიძე იყო მოსული, შემდეგ თბილისიდან გამოიძახა ვიღაცეები. შეამოწმეს და თქვეს, რომ შენობა ავარიულია, მისი გარემონტება არ შეიძლება და შეგვპირდნენ საბავშვო ბაღში ერთი კორპუსია და იქ გადაგიყვანთო. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით ისევ აქ ვართ. რამდენიმე თვის წინ, კედელი გადმოინგრა, ძლივს გამოვასწარი, კინაღამ ზედ დამეცა. წვიმის დროს წყალი ჩამოდის. შენობაში არც გაზია შემოყვანილი, ზამთარში ჩვენ ვყიდულობთ შეშას და ღუმელით ვთბებით. ფანჯრებზე კარდონი და ცელოფანი ავაფარეთ, რომ ზამთარში სიცივე მაინც დაიჭიროს. კედლები და იატაკი ისეა დაზიანებული, რომ თაგვები ამოდიან, “ – განაცხადეს ,,აიპრესთან,, საუბრისას მედიკოსებმა.

ახაშნის ამბულატორიის შენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის თანხების მოსაძიებლად მსჯელობა მიმდინარეობს.
კონკრეტულად როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა,ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...