გურჯაანში სოფელ ბაკურციხეში, მარცვლეულის მაღაზია გაქურდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 მარტი, 2018 246 ქურდობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. მარცვლეულის მაღაზიიდან 100 ლარამდე თანხა მოიპარეს. მაღაზიის მეპატრონის თქმით, დილით კარი გატეხილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.