- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ლადო მუსალბიშვილთან ერთად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

პროექტი ორ ეტაპად განხორცილდება, რომლის ფარგლებშიც მოასფალტდება 650 მეტრამდე გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი. ამ ეტაპისთვის მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასამდე ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 2005“ ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტომდე დასრულდება.

Comments
Loading...