- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში გვიან ღამით სამმა პირმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. ცივი იარაღით დაჭრეს ოპერატორი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. 

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ თევზაძის ინფორმაციით, მას ჭრილობა ბარძაყისა და თავის არეში აქვს მიყენებული.

მძარცველებმა 1000 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...