- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით შუახნის ასაკის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით შუახნის ასაკის მამაკაცი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სოფელ ვაჩნაძიანში, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ფაქტს გულისხმობს.

Comments
Loading...