- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მარჩილაშვილების ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობენ, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლმოკიდებული სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვლის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩენილ მარჩილაშვილების ექვს სულიან ოჯახს მერია 5 ათასი ლარით დაეხმარება და დროებით საცხოვრებელ ფართს უქირავებს.

რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...