- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ვეჯინში ე.წ. “ჰესის გზის” რეაბილიტაცია დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ე.წ. „ჰესის“ გზის სარებილიტაციო სამუშოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1060 მეტრის სიგრძი გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორცილედება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 378 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზით ვეჯინის მოსახლეობის დაახლოებით 70 % სარგებლობს და მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ ბილდ გრუპი“ ასრულებს.

Comments
Loading...