- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ კალაურის ტაძარში აღმოჩენილი სამარხი კვირიკე III დიდის არ აღმოჩნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღმოჩენილი სამარხი კვირიკე დიდი III-ის არ აღმოჩნდა. განსასვენებელი კახეთ-ჰერეთის მეფის ქალწულს, დედოფალ ელენეს ეკუთვნის. ამ მონაცემებს ის სპელიალისტები ადასტურებენ, რომლებმაც ასომთავრულად დატანებული წარწერა დეტალურად შეისწავლეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცოდნის, გიორგი გაგოშიძის თქმით, წარწერის თითქმის ნახევარი დაზიანებულია ამიტომ მთლიანი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.

,, წარწერა შევიწავლეთ , გავაკეთეთ მისი ასლები და ორიგინალური ტექსტი ისე გადმოვიტანეთ, რომლის დაახლოებით 40% ძალიან დაზიანებულია, ამიტომ ერთიანი ტექსტის გააზრება შეუძლებელია. თუმცა გარკვეული მონაცემები გვეუბნება, რომ აქ კვირიკე მეფე არ უნდა იყოს გარდაცვლილი , მართალია მასზე საუბარია , თუმცა სამარხი მის ქალიშვილს ელენე დედოფალს ეკუთვნის. " – ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

კვირიკე დიდის სამარხის აღმოჩენის შესახებ პირველად ინფორმაცია გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. განსასვენებელი მონასტრის რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს. საპატრიარქომ კი მის გახსნაზე ჯერჯერობით უარი განაცხადა.

კვირიკე III-ის მოღვაწეობა (1010-1037 წწ) კახეთ-ჰერეთის გაერთიანებას უკავშირდება, რის გამოც მან მეფის ტიტული მიიღო, სამეფო კი ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო და დედაქალაქად თელავი გამოაცხადა. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. ისტორიული ცნობებით, თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III ოსმა მონამ მოკლა.

Comments
Loading...