- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ კალაურში ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღმოჩენილ სამარხს გისოსები დაადეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გასულ წელს აღმოჩენილი სამარხი გისოსებს მიღმა მოაქციეს და ბოქლომი დაადეს.

შავ ფერში შეღებილი რამდენიმე მეტრიანი რკინის კონსტრუქცია ეკლესიაშია განთავსებული და განსასვენებლის ახლოდან ხილვის შესაძლებლობა ტურისტებს არა აქვთ.

გურჯაანის მერიაში ამბობენ, რომ გისოსების არსებობას სამარხის თავდაცვის ერთ-ერთი ლემენტია და შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

“იქიდან გამომდინარე, რომ სამარხი უძველესია ალბათ ამიტომ მოხდა მის გარშემო გისოსების გაკეთება, რადგან ე.წ “შავი არქეოლოგების” მიერ მისი გახსნა არ მომხდარიყო. არამგონია დროებით იყოს , დიდი ალბათობით ასე დარჩება”- განაცხადა მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Comments
Loading...